დღევანდელ დღეს მოდაში შემოვიდა მსგავსი განცხადებები: “ჩვენ ვართ უზარმაზარი კომპანია,53 ოფისით 20 ქვეყანაში,რომელიც 500 დასაქმებულს აერთიანებსა”. ჩვენ ასეთნი არ ვართ.ჩვენი კომპანია არის სუფთა იდეებითა და შთაგონებებით სავსე კრეატიული ბავშვი,და ჩვენ ამით ვამაყობთ.
ჩვენ არ ვიღებთ უამრავ პროექტს და არ ვნადირობთ მათზე.ვიღებთ იმდენს რომ ყველას საკმარისი ყურადღება მივაქციოთ და შევუქმნათ კომფორტული გარემო.
ჩვენ გვაქვს მრავალწლოვანი გამოცდილება IT განვითარების სხვადასხვა სექტრში.შევიმუშავეთ პროგრამები, უზარმაზარი პორტალები, მონაწილეობა მივიღეთ ცნობილი ბრენდების სტრატეგიების შემუშავებაში, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოური ბაზარზე.
ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ გაგება თუ რას ემსახურება ჩვენი სული და მივედით გადაწყვეტილებამდე,რომ ვაკეთოთ ის,რაც გვიყვარს.შევკრიბეთ კრეატიული პროფესიონალები,სხვადასხვა ქვეყნიდან,რომლებთან კოლაბორაციის გამოცდილება უკვე გაგვაჩნდა და რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს კონცეფციას და შედეგად,არსენალში გვყავს გუნდი რომელიც მზად არის თქვენთან და თქვენს ბიზნესთან პარტნიორობისთვის.

ეს ნიშნავს,რომ ჩვენ ოფიციალურად ვმეგორობთ,Templatemonster– თან,რომელიც არის შაბლონებისა და დიზაიინების უმსხვილესი მომწოდებელი.

ეს კი დასტურია იმისა,რომ რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოსტინგ-პროვაიდერის პარტნიორები გახლავართ.

ჩვენი თანამშრომლობა AmoCRM -თან კი დაგვეხმარებათ იმაში,რომ თქვენმა გაყიდვების დეპარტამენტმა საათივით იმუშაოს CRM-ის საშუალებით.