დამზადების თარიღი: 2017
Panda Muerto – არის ea-corp-ის მიერ შექმნილი პირველი ონლაინ მაღაზია.
დავალება:
✅ პროექტის შემუშავება მაისურების ონლაინ მაღაზიისთვის,
✅ მრავალენოვანი,
✅ მრავალი ვალუტით გადახდის შესაძლებლობა,
✅ რათა გამოითვალოს გადამზიდველების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიწოდების ხარჯები.
ჯერ კივერ 2015 წელს – მათი ნამუშევრებით მოხიბლულებმა გადავწყვიტეთ,რომ დავკავშირებოდით Panda Muerto-ს ჯგუფს და თავადაც კი ვგეგმავდით მათი პროდუქციის შეძენას.
ხოლო 2016 წელს – ჩვენ უკვე ვმუშაობდით Eagles Co.-ს საოპერაციო სტუდიიდან და არაერთ კომპანიას ვუწევდით მაღალკვალიფიციურ ვებ მომსახურებას.მაგრამ ონლაინ მაღაზიის პროექტის შექმა,უნიკალური კრიტერიუმებით საკმაოდ დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული.
წარმოიდგინეთ ჩვენი რეაქცია,როდესაც იმ ბრენდის მფლობელი გიკვეთს პროექტს,რომლის დიდი ფანი თავად ხარ!
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ ვიყავით?
დიახ,მანამ არაერთ მაღაზიაზე ვიმუშავეთ,მაგრამ მათ შემთხვევაში,მათ უკვე შეძენილი ჰქონდათ ფასიანი ძრავები და ჩვენი მისია მხოლოდ მის ვებ-საიტთან დაკავშირებას მოითხოვდა,ამ შემთხვევაში კი ვითარება სხვანაირად გამოიყურებოდა.
ჩვენ ჩავატარეთ კონსულტაცია,შევამოწმეთ ბაზარზე არსებული ძრავები,დავიწყეთ კვლევა თუ რომელი არის პერსპექტივის მომცემი და რომელი არა. მადლობა ღმერთს რომ უკუვაგდეთ open cart და Joomla, ეს უკანასკნელი საშინლდა მოძვეებული,მოუხერხებელი და მოუქნელია.
სხვათაშორის,ამ პერიოდში არაპოპულარული იყო ისეთი პლატფორმა,როგორიც არის “WooCommerce”,რომელსაც დღეს გიგანტ კომპანიათა უმეტესობა იყენებს.ჩვენ კი,საკუთარ სტატისტიკებსა და კვლევებზე დაყრდნობით გადავწვიტეთ ფსონის ამ უკანასკნელზე დადება,რამაც მოგვცა აბსოლუტურად პოზიტიური და წარმატებული შედეგი.
ჩვენ ვაცნობეთ დამკვეთს რისკებიდან გამომდინარე ჩვენი ეჭვების შესახებ,ვინაიდან მსგავს პროექტზე მანამ არ გვიმუშავია,წარვუდგინეთ ფაქტები და სხვადასხვა ალტერნატიული სამომავლო შედეგები.ვინაიდან მათ აბსოლუტური ნდობა გამოგვიცხადეს და პროექტიც წარმატებულად ჩაეშვა,მივედით იქამდე,რომ გავხდით მაღალხარისხიანი,პროფესიონალური ონლაინ მაღაზიების დეველოპერები.
2020 წლისთვის Woo გახდა ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონული კომერციის ძრავა.მადლობა PANDA MUERTO-ს პარტნიორობისთვის.

